2022-2023 სასწავლო წელი

 

კომპლექსური დავალება 1. დაწერეთ არგუმენტირებული ესე შოთა რუსთაველის პოემის ეპიზოდის - „ანდერძი ავთანდილისა...“ შერჩეული აფორიზმის („ ...... „) მიხედვით.

ნამუშევარში: ·

 დაიცავით ესეს წერის სტრუქტურა(შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა); · დაემყარეთ ეპიზოდის მთავარ იდეას, აფორიზმის მთავარ სათქმელს; ·

 დააკავშირეთ თანამედროვე ღირებულებებთან აფორიზმში გადმოცემული აზრი/იდეა;

· ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება აფორიზმში წარმოდგენილი აზრის მიმართ; · თქვენი თვალსაზრისი გაამყარეთ არგუმენტებითა და მაგალითებით.

 

 

დაზუსტება - შენ აირჩიე აფორიზმი „სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ“.

·         უნდა დაგეცვა ესეს წერის სტრუქტურა(შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა) უნდა  დაყრდნობოდი ეპიზოდის მთავარ იდეას („ავთანდილის ანდერძი“)  აფორიზმის მთავარ სათქმელს;

·         უნდა დაგეკავშირებინა თანამედროვე ღირებულებებთან აფორიზმში გადმოცემული აზრი/იდეა;

·         უნდა გამოჩენილიყო  თქვენი დამოკიდებულება აფორიზმში წარმოდგენილი აზრის მიმართ; · თქვენი თვალსაზრისი გაგემყარებინათ არგუმენტებითა და მაგალითებით.

 

 

წახალისება -

·         შენ კარგად გაართვი თავი მოცემულ დავალებას. კარგად გაქვს გააზრებული სიყვარულის, როგორც  დედამიწის ძირითადი მამოძრავებელი ძალის მნიშვნელობა. მშვენივრად წარმოაჩინე საკუთარი დამოკიდებულება სიყვარულისადმი როგორც რუსთაველთან, ასევე თანამედროვეობაში. 

 

·         მინდა აღვნიშნო შესავალი, რომელშიც  მიმოხილული გაქვს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის პერიოდი. მოკლედ მიმოიხილე ეპოქა, რომელმაც შექმნა „ვეფხისტყაოსანი“;

 

რჩევა - 

·         მართალია, თითქმის ამომწურავად ისაუბრე მოცემულ საკითხზე, მაგრამ ტექსტთან მეტი კავშირი გაარკვევდა თვით გაუცნობიერებელ მკითხველს, რატომ არის საერთოდ ეს აფორიზმი მოცემულ მონაკვეთში და რატომ გვესაუბრება ავთანდილის ანდერძშიც სიყვარულზე რუსთაველი, როდესაც პროლოგში ჩამოყალიბებული აქვს თავისი შეხედულება სიყვარულზე.

 

·         შეეცადე, მეტი ყურადღება დაუთმო სასვენ ნიშნებს


                                                                  კომპლექსური დავალების შეფასება

 

        VII    კლასი #154 საჯარო სკოლა

        მასწავლებელი: მ. კიკნაძე

 

პერსონაჟის ხედვის კუთხის წარმოჩენა 

 

შეარჩიეთ რ. ინანიშვილის  მოთხრობის „ჩიტების გამომზამთრებლის“ ერთ-ერთი  პერსონაჟი (ბიჭი, დედა, მამა) და,   ტექსტში მოცემულ მინიშნებებზე დაყრდნობით, მონოლოგის სახით გადმოეცით მისი ფიქრები და განცდები  ოჯახში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. წერისას დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები.  

 

მონოლოგში: 

·         წარმოაჩინეთ შერჩეული პერსონაჟის ხედვის კუთხე -  რა ამოძრავებს მას, რას შეიძლება  იგი ფიქრობდეს, გრძნობდეს. 

·         გადმოეცით, როგორ აფასებს იგი ოჯახის დანარჩენი წევრების ქმედებას 

·         წარმოაჩინეთ შერჩეული პერსონაჟის დამახასიათებელი  მეტყველების სტილი  

 

 

 

დაზუსტება :

·         შენ აირჩიე  პატარა ბიჭი  რევაზ ინანაიშვილის მოთხრობიდან „ჩიტების გამომზამთრებელი“ და ვიდეოს სახით წარმოადგინე მისი მონოლოგი

·         უნდა   წარმოგეჩინა შერჩეული პერსონაჟის ხედვის კუთხე. რა ამოძრავებს მას, რას შეიძლება  იგი ფიქრობდეს, გრძნობდეს, განიცდიდეს, რაც მოთხრობაში ნამდვილად არ არის მკაფიოდ გადმოცემული.

·         უნდა გადმოგეცა როგორ აფასებს იგი ოჯახის დანარჩენი წევრების ქმედებას; 

·          გეცადა, დაგენახვებინა შერჩეული პერსონაჟის დამახასიათებელი  მეტყველების სტილი ; 

 

წახალისება:

·         ნამდვილად  კარგად გაართვი თავი მოცემულ დავალებას.  ვიდეოში ჩანს ბიჭის ემოცია, მისი დამოკიდებულება დედ-მამის ურთიერთობისადმი. ჩანს, რამდენად წუხს ბავშვი და აფიქსირებს თავის უძლურებას. მას აღარ შეუძლია ასეთი რამის ატანა და მსმენელიც მონაწილე ხდება ბავშვის ტრაგედიისა. დავალებაში გათვალიწინებულია თხრობის შესაბამისი სტილი. კარგია, რომ ანიმაციაც გამოიყენე და ამით უფრო მიმზიდველი გახადე პრეზენტაცია.

რჩევა:

·         მართალია, თითქმის ამომწურავად ისაუბრე მოცემულ საკითხზე, მაგრამ ტექსტთან მეტი კავშირი (ვგულისხმობ ციტატების ჩართვას მოთხრობიდან)

·         შეეცადე, მეტი ყურადღება დაუთმო მეტყველებას. უფრო მეტი ემოცია გადმოსცე ტემბრის ცვლით. ალბათ, სანამ ტექსტს ჩაწერდი, დაწერილი გქონდა და შესაბამისად დასვამდი სასვენ ნიშნებსაც, რომელთა გათვალისწინება არა მარტო წერისას გვჭირდება, არამედ სწორმეტყველებისასაც აუცილებელია მათი გათვალისწინება.

 




2023-2024 სასწავლო წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий