2023-2024 სასწავლო წელი
💓ნინო სადღობელაშვილს ფიქრის, აზრის, სიტყვის, ემოციის „სხვა“ წიაღი აქვს, ამიტომ მისი პერსონაჟები არც „აქ“ არიან, არც „იქ“, არც ისე განყენებულ სააზროვნო...
💚„ნინო სადღობელაშვილი თანამედროვე პოეტია. არც ტრიბუნაზე დგას, არც შოუს მონაწილეა, არც ბარიკადებზე მებრძოლი, არც საყდრულ მყუდროებას შეფარებული...
💜ნინო სადღობელაშვილის შემოქმედება, ზოგადად შესანიშნავი თვალსაჩინოებაა იმისა, თუ როგორია პოეტის პროზა და პროზაიკოსის პოეზია, პროზაული ტექსტი...
💚„ნებისმიერ რამეს შეიძლება დაარქვა მუზა, თუნდაც ბავშვს, რომელიც შენ თვალწინ უცებ ჩაიდენს რაღაცას, რაც შთაგონების წყაროდ იქცევა. შეიძლება ჩიტი...
ბიოგრაფია
ნინო სადღობელაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოში 1980 წლის 30 იანვარს. 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით (სახელოსნოს ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი).
მუშაობდა საპატრიარქოს რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში; ასევე, პედაგოგად.
2006 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ბამბაზიის სამოთხე“.
2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა მისი პიესა „ბამბაზიის სამოთხე“. 2010 წელს, ავთანდილ ვარსიმაშვილის პროდიუსერობით, გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
ნინო სადღობელაშვილი ცხოვრობს თბილისში.
წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბამბაზიის სამოთხე (მოთხრობები), თბ. ინტელექტი, 2006, ISBN 99940-59-63-7
- შუაღამის იავნანა (ლექსები), თბ. ინტელექტი, 2008, ISBN 978-9941-402-09-8
- ორსული (რომანი), თბ. პეგასი, 2009, ISBN 978-9941-9073-4-0
- თავშესაფარი (რომანი, მოთხრობები), თბ. გუმბათი-2007, 2010, ISBN 978-9941-0-2972-1
- ფრთები და ხელები (ლექსები), თბ. ინტელექტი, 2011, ISBN 978-9941-430-98-5
- იასამნის სეზონი, თბ. ინტელექტი, 2013, ISBN 978-9941-446-82-5
თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბამბაზიის სამოთხე [1] — ქუთაისის დრამატული თეატრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, 2007
- კარუსელი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი იოანე ხუცისვილი, 2008
- ბამბაზიის სამოთხე [2] — მესხეთის თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2008
- საძაღლე (ჰეტი ნეილორის პიესის „ივანე და ძაღლები“ მოტივებზე), თავისუფალი თეატრი, რეჟისორი იოანე ხუციშვილი, 2013
ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბამბაზიის სამოთზე, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი, 2010
პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჟიურის სპეციალური პრიზი[3] თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსზე „თბილისი 2015“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო რომანისათვის „განძის თეატრი (შვიდი სიმღერის საიდუმლო)“, გამომცემლობა Amusing Media Group in Georgia, 2015
აი ასე, საკლასო ოთახის დაფაზე დატოვებული ტვიფარით - ანანურის ჩუქურთმასავით კალიგრაფიით დაიწყო ყველაფერი. როცა მეც ბავშვი ვოყავი, მოსწავლე, და როცა დაფაზე ეს კალიგრაფია დამხვდა, როგორც მოძრაობის ნიშანი, მიმართულების კოდი, - ავდექი და გავყევი და შემიყვანა დიდ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც მე ძალიან მჭირდებოდა და საიდანაც ფეხიც აღარ გამომიდგამს...
ამ მშვენიერების მეტაფორაა ჩემთვის მანანა მასწავლებელი მანანა კიკნაძე
, რამდენ ბავშვში გულისთვალის ამხელი და სულის გამღვივებელი, (თვით)რწმენის გამღვიძებელი, სიყვარულის დამმოწმებელი!..
ასეთი მასწავლებლებისგან შედგებოდა და შედგება დღესაც ჩვენი ეროვნული ცნობიერება - ამ სიტყვების უჭეშმარიტესი გაგებით, მისნაირი მასწავლებლები ქმნიან შესაძლებლობების უსაზღვრო სივრცეებს და რაც მთავარია, ამ ყველაფერს მომავლის ძალა აქვს!
გუშინდელი დილა ჩემს ყოფილ სკოლაში, 154 საჯარო სკოლაში, მანანა მასწავლებლის სადამრიგებლო კლასთან შეხვედრით დაიწყო.
ძველ სკოლასთან და ბავშვობის ყველაზე იდუმალ შთაბეჭდილებებთან კვლავ შეხების ემოციაზე აღარ ვიტყვი, ჩემთვის დავიტოვებ... აი ამ შეხვედრაზეც, გუშინ მთელი დღე ხმა ვერ ამოვიღე, ისეთი იყო და იმფერი იყო - ამ ჭკვიანი და საოცარი ბავშვების თვალებით და გულებით აღბეჭდილი! რა მაგრები არიან, როგორი ნამდვილები, ლაღები და მოაზროვნეები! როგორ სწყურიათ რაღაც, რაც ცხოვრებას აღემატება და რა ბედნიერებაა როცა ჰყავთ მასწავლებელი, ვიმც ამ წყურვილს თან უღვივებს და თან არწყულებს!
ისეთი საინტერესო იდეები მომაწოდეს, ისეთ მხარეს გამახედეს, ისეთი ორმხრივი სიყვარული დატრიალდა, ამას ხომ უნდა ტარება!.. ჰოდა ვატარებ!
ამ კალიგრაფიის მაგიით დაწყებული, სათითსოდ ყველა ბავშვის ჩახუტების ჟრუანტელით დამთავრებული, ვინც იყო და რაც იყო გუშიბდელი დღის გმირი და პერსონაჟი - ყველას უღრმესი, უღრმესი მადლობა! Eka Ekato Talakhadze შენ არ ვიცი ვინ ხარ, ცალკე წიგნი ხარ, მანანა მასწავლებლის, ჩემი და უთვალავი ადამიანის ცხოვრებაში, შე სიყვარულის მეისრევ!
მადლობა, მადლობა, მადლობა 154 სკოლის მასპინძლებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий