მანანა კიკნაძე. ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.
ყოველთვის, როდესაც მივდივარ კლასის კართან, გული განსაკუთრებულად იწყებს ცემას. როგორ შემხვდებიან, ვინ არ მოვიდა დღეს, როგორ არის ის გოგონა გუშინ რომ ვერ მოვიდა ალერგიისა თუ ს=იცხის გამო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კარგა ხანს ვერ დავიწყე მუშაობა. გამოგიტყდებით და სკოლა არ მესახებოდა იმ ადგილად, სდაც ბოლომდე გამოვავლენდი ჩემს თავს.
მოხდა ისე,რომ 1987 წლიდან შემოვედი 154 -ე საშუალო სკოლაში,( მაშინ ასე ერქვა ) მხიბლავდა რვეულების გასწორების პროცესი. თითქოს იმათი ხმა მესმოდა და ხან ვიცინოდი, ხან ვბრაზდებოდი. ნაწერები იქცა ჩემს გზამკვლევად. გამოჩნდა უამრავი პრობლემა. ისე უნდა მესწავლებინა, მათი ხედვა რა გადამეფარა. ოქროს შუალედის პოვნა ძნელი იყო. როდსაც ოთხმოც და მეტ ბავშვს ასწავლი, ხვდები რამდენი განსხვავებული ადამიანი დგას შენს წინ და შემოგყურებს. არ შემშინებია მანამ, სანამ ბოლომდე არ გავითავისე საქმის სირთულე და პასუხისმგებლობა. აკადემიური ცოდნის მიცემის გარდა, მშობელი განდობს მისთვის საუკეთესოს, შვილს. როდესაც საკლასო ჟურნალს შეეხები, დაიწყებ სიის ამოკითხვას და უყურებ ზარმაცებს, ბჯითებს, მატყუარებს, გულწრფელებს,ოინბაზებს, სერიოზული პრობლემის მქონეთ, ობლებს, განებივრებულებს და ყველასთან მიგესვლელება, როგორ არ არის ღვთის წყალობა?!

Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить